პენტაგონი და უცხოპლანეტელები: რა გაასაჯაროვეს სინამდვილეში
ათწლეულების განმავლობაში, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (UFO) - რომლებსაც ცოტა
ხნის წინ UAP-ები (ამოუცნობი ანომალიური ფენომენები) შეარქვეს - განიხილებოდა,
როგორც შეთქმულების თეორიები, სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიები ან ჭორები,
რომლებიც ღრმად იყო ჩამალული სამთავრობო არქივებში.
თუმცა, ბოლო წლებში მოხდა რაღაც უჩვეულო: პენტაგონმა ღიად დაადასტურა, რომ
სამხედრო პერსონალის მიერ ჩაწერილი ზოგიერთი შეხვედრა ამ ამოუცნობ ობიექტებთან
რეალური იყო და ჯერ კიდევ ამოუხსნელია.
UFO-დან UAP-მდე
ტერმინი UFO ათწლეულების კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს: უცხოპლანეტელები, მფრინავი თეფშები და ჰოლივუდური გამოსახულებებიც კი.
ტერმინი UFO ათწლეულების კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს: უცხოპლანეტელები, მფრინავი თეფშები და ჰოლივუდური გამოსახულებებიც კი.
სწორედ ამის გამო, სამთავრობო სააგენტოებმა დაიწყეს ტერმინ UAP-ის
გამოყენება.
UAP ნიშნავს ობიექტს ან ფენომენს, რომელიც შეინიშნება ცაში, წყალქვეშ ან კოსმოსში, რომლის იდენტიფიცირებაც დაუყოვნებლივ შეუძლებელია.
UAP ნიშნავს ობიექტს ან ფენომენს, რომელიც შეინიშნება ცაში, წყალქვეშ ან კოსმოსში, რომლის იდენტიფიცირებაც დაუყოვნებლივ შეუძლებელია.
მნიშვნელოვანია გააზრებული იყოს, რომ "ამოუცნობი" ავტომატურად არ ნიშნავს
უცხოპლანეტელს.
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რა ნახეს.
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რა ნახეს.
ვიდეოები, რომლებმაც ყველაფერი შეცვალეს
საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამხედროების მიერ გადაღებული
რამდენიმე ვიდეო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი ონლაინ, ჯერ კიდევ მიმდინარე
საუკუნის პირველ რამდენიმე წელიწადში.
ეს ვიდეოები აშშ-ის საზღვაო ძალების პილოტებმა გადაიღეს მოწინავე ინფრაწითელი სისტემების გამოყენებით.
ეს ვიდეოები აშშ-ის საზღვაო ძალების პილოტებმა გადაიღეს მოწინავე ინფრაწითელი სისტემების გამოყენებით.
პარასკევს (8 მაისს) გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული ფაილების პირველი ნაწილით
პენტაგონმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ თებერვალში გაცემულ დირექტივას
უპასუხა.
გასაჯაროვებული 161 ფაილი - უმეტესობა PDF-ა - აღწერს საგამოძიებო
ანგარიშებსა და თვითმხილველთა ჩვენებებს (მათ შორის რამდენიმე
"აპოლოს" ასტრონავტის, რომლებმაც მთვარესთან უცნაური რამ დაინახეს).
"აპოლოს" ასტრონავტის, რომლებმაც მთვარესთან უცნაური რამ დაინახეს).
თუმცა, ასევე არის საკმაოდ ბევრი გამოსახულება, მათ შორის თითქმის 30
ვიდეო, რომლებიც ასახავენ საინტერესო ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს - ან
ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს.
ამ ვიდეოში ყველა გაშიფრული ვიდეოა, რომლებიც პენტაგონმა გაასაჯაროვა.
მაგალითად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ წარდგენილ ერთ ვიდეოში
ნაჩვენებია სირიაში 2024 წლის ოქტომბერში გადაღებული 5-წამიანი
გამოსახულება.
თანდართულ ანგარიშში ვიდეოში ნაჩვენები ამოუცნობი ობიექტი აღწერილია,
როგორც "თეთრი სინათლის დეფორმირებული და არათანაბარი ბურთი" და ნათქვამია,
რომ ვიდეოს ზედა ნაწილში "სინათლის/ელვის ჰალოს ეფექტია" - წერენ
პენტაგონის წარმომადგენლები.
კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამ
წარადგინა, ასახავს 9-წამიან დაკვირვებას, რომელიც 2024 წელს ინფრაწითელი
სენსორის გამოყენებით განხორციელდა.
აღნიშნული სენსორი განთავსებულია აშშ-ის სამხედრო პლატფორმაზე, რომლის მდებარეობაც არ არის ცნობილი.
აღნიშნული სენსორი განთავსებულია აშშ-ის სამხედრო პლატფორმაზე, რომლის მდებარეობაც არ არის ცნობილი.
» „სენსორი ფოკუსირებულია კონტრასტული არეალისკენ, რომელიც ფეხბურთის ბურთის
ფორმის სხეულს წააგავს, რომელსაც სამი რადიალური პროექცია აქვს: ერთი
ვერტიკალურად ორიენტირებული და ორი ქვემოთ ორიენტირებული, 45-გრადუსიანი
კუთხით ძირითადი მასის მთავარ ღერძთან მიმართებაში“, - წერენ პენტაგონის
წარმომადგენლები ვიდეოს აღწერაში.
კიდევ ერთ 2024 წლის ინფრაწითელ ვიდეოს უფრო მხატვრული ელფერი აქვს და არა
მხოლოდ იმიტომ, რომ ის გაცილებით გრძელია (100 წამი).
იგი აჩვენებს პატარა, კაშკაშა წერტილს, რომელიც ქარის წისქვილებს შორის
გადაადგილდება და მოხეტიალეს ჰგავს, რომელიც გზააბნეულია უზარმაზარი
მექანიკური ხეების მოჩვენებით ტყეში.
პენტაგონს არ აუხსნია ამ ვიდეოებში წარმოდგენილი UAP-ი.
რა თქმა უნდა, „ამოუცნობი“ არ ნიშნავს აუცილებლად „უცხოპლანეტელს“, როდესაც
საქმე ეხება უპილოტო საფრენ აპარატებს.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი დაკვირვებებისთვის არსებობს მრავალი
შესაძლო მიწიერი ახსნა, დაწყებული მოწინავე დრონების ტექნოლოგიიდან,
პროგრამული შეცდომებითა და ინსტრუმენტების პრობლემებით დამთავრებული.
მალე მეტი ფაილი იქნება ხელმისაწვდომი.
„ამ ამოცანის მასშტაბის გათვალისწინებით, შესაბამისი დეპარტამენტი ახალ
მასალებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, როგორც კი ისინი აღმოაჩენენ და
გაშიფრავენ.
მასალები ყოველ რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება“.
მასალები ყოველ რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება“.
მომზადებულია Space.com-ის მიხედვით.
