NASA-ს მარსმავალმა უზარმაზარი კოსმოსური რეპტილიის მსგავსი მასშტაბის ფორმაცია აღმოაჩინა
NASA-ს Curiosity როვერმა დამატებითი ტური განახორციელა და იდუმალი ღირსშესანიშნაობის ფოტოებიც მოგვაწოდა.
✦ კლდოვანი ზედაპირის წარმომავლობა, რომელიც დიდი ქვეწარმავლის ქერცლებს წააგავს, მეცნიერებს ჯერ ვერ გაურკვევიათ.
NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის ინჟინერმა კევინ გილმა ფოტოები X-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა.
აღნიშნული როვერი წითელ პლანეტას 2012 წლიდან იკვლევს და მის ანგარიშზე საკმაოდ ბევრი და საინტერესო ფოტო თუ კვლევაა.
როვერი პატარა კრატერის გამოსაკვლევად მიემგზავრებოდა, როდესაც ამ საინტერესო ლანდშაფტს წააწყდა.
Nature-ს თანახმად, ასეთი სტრუქტურების წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი საინტერესო თეორია ის არის, რომ ისინი უძველესი დაბზარული ტალახია, რომელიც წყლის ნაკადის გავლენის გამო, ხშირი სეზონური ციკლების ფარგლებში, სველდებოდა და შრებოდა, დაახლოებით 3.8-დან 3.6 მილიარდი წლის წინ, როდესაც მარსს წყალი გააჩნდა და თბილი კლიმატი ჰქონდა.
Curiosity-მ ეს წარმონაქმნი მაშინ დაინახა, როდესაც ის კრატერისკენ მიემართებოდა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ კრატერში შეიძლება ორგანული ქიმიკატების კვალი იყოს, რაც "ნასას" ცნობით, უძველესი ორგანიზმების არსებობის მთავარი მტკიცებულება უნდა იყოს.

» „ადრეც გვინახავს ასეთი მრავალკუთხა ქანები, მაგრამ ისინი გამოსახულებაზე ასე უხვად არ ჩანდნენ,“ - ნათქვამია კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში.
„მიმდინარე კვირაში ჩვენ გავაგრძელეთ უამრავი სურათისა და ქიმიური მონაცემების შეგროვება, რაც დაგვეხმარება თაფლისებრი ტექსტურების ფორმირების წარმომავლობის შესახებ ჰიპოთეზების ჩამოყალიბებაში“.